ვიქტორ ყიფიანი მაიკ პომპეოს საქრთველოში ვიზიტის შესახებ

ავტორი:

"ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა მაიკ პომპეოს საქრთველოში ვიზიტის შესახებ იმედის ეთერში კომენტარი გააკეთა.


"ეს შეიძლება იყოს ერთგვარი მოწოდება ქართული პოლიტიკური სპექტრისადმი, რომ მხოლოდ პოლიტიკურ პროცესში ინკლუზიურობა და თანამონაწილეობა საკითხების გარჩევა ინსტიტუციურ ფარგლებში არის ერთადერთი სწორი და ცივილური გზა პოლიტიკური პროცესების განვითარებისთვის,"-განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა, რომ ნაკლებ სავარაუდოა მსგავსი ვიზიტი შემდგარიყო, ქვეყანაში მიმდინარე პროცესის დემოკრატიულობასთან კითხვის ნიშნები რომ არსებობდეს.

 

"ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, რომ ჰქონდეს რაიმე კითხვის ნიშნები ქართული პროცესის დემოკრატიულობასა, ღიაობასა ან კანონის უზენაესობის ხარისხთან, მაღალი ალბათობით ასეთი ვიზიტი არ შედგებოდა,"-განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

გააზიარე: