ანალიტიკურმა ორგანიზაციამ "ჯეოქეისი" უკრაინულ ანალიტიკურ ცენტრთან ADASTRA ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

"ჯეოქეისი" კვლავაც განაგრძობს ანალიტიკურ და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაფართოებას. ამასთან დაკავშირებით, 2020 წლის 9 დეკემბერს "ჯეოქეისსა" და უკრაინის პირველ დამოუკიდებელ კვლევით ცენტრ ADASTRA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ADASTRA სპეციალიზდება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ორგანიზაცია, ასევე, მოიცავს საგანმანათლებლო პლატფორმას ADASTRA EDU და იურიდიულ ფირმას ADASTRA LAW. 
 

ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს "ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა და ADASTRA–ს გენერალურმა დირექტორმა ვიქტორ კარვაცკიმ.
 

ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით, მხარეები შეთანხმდნენ, საერთო ინტერესის სფეროების მიმართულებით თანამშრომლობის განავითარების ფარგლებში, მოამზადებენ ერთობლივ პუბლიკაციებს, პოლიტიკურ ანალიზსა და სტატიებს, ასევე, ორგანიზებას გაუწევენ კონფერენციებსა და პანელურ განხილვებს.

ანალიტიკურ ორგანზაციებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და რეგიონალურ განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

გააზიარე: