"ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა @EURONEWSGEORGIA-ს ეთერში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის საქართველოზე გავლენის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მუშაობისას იქნება მეტი დაგეგმარება მიდგომებში და მეტი საკონსულტაციო რეჟიმი. ძალიან არსებითია, როგორი ზოგადი სტრატეგიული ხედვა ექნება აშშ-ის რეგიონისადმი, შავი ზღვის რეგიონისადმი და ვფიქრობ, რომ ასეთი სტრატეგია არის დროით განპირობებული საჭიროება და ჩვენ მოლოდინში უნდა ვიყოთ, რომ ის შემუშავდება,“-განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.