”ჩვენი პოლიტიკური კლასის გარკვეული ნაწილი იმყოფება დღესაც პოლიტიკური ყმაწვილობის ასაკში და არ უნდა ეს ყმაწვილობის ასაკი დასრულდეს”-განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.
„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ დისკუსიისას ყურადღება გაამახვილა მიმდინარე პოლიტიკურ სტანდარტებსა და პოლიტიკურ კულტურაზე.
„ქვეყანას სჭირდება განვითარება, შესაბამისი პოლიტიკური სტანდარტი და პოლიტიკური კულტურა. სამწუხაროა, რომ სიმპტომატიკა, რითიც ქართულ პოლიტიკურ პროცესს წლიდან წლამდე გამოვარჩევთ არის რადიკალიზმი, ესქტრემიზმი, დესტრუქტივიზმი. ჩნდება კითხვა, საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე, რამდენად მზად არის ამ სტერეოტიპების მძევლად ამყოფოს საკუთარი თავი და მეორეს მხრივ ხელისუფლება რამდენად მზად არის გამოიჩნოს გამბედაობა და მაღალი სამართლებრივი სტანდარტების გზით დაეხმაროს საზოგადოებას ჩიხიდან გამოსვლაში,“-განაცხადა ყიფიანმა.
იხილეთ ვიქტორ ყიფიანის კომენტარი