ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისსა” და დიპლომატიურ ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ავტორი:

ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისსა“ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

 

ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სასწავლო და კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს, ხელი მოაწერეს ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა თინათინ ბრეგვაძემ.

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეების მიერ ერთობლივი პროექტების ინიცირებას, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით სასწავლო მოდულების შემუშავებას, აკადემიური პერსონალის გაცვლას და სხვა. 

გააზიარე: