"ჯეოქეისის", საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გენერალ ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ფონდის წარმომადგენლებმა  გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

21 თებერვალს, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის", საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და გენერალ ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ფონდის წარმომადგენლებმა  გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

 

ახალგაზრდებს დაათვალიერებინეს იუნკერების საბრძოლო პოზიციები და გააცნეს იმ პერიოდის სამხედრო-ისტორიული პერიპეტიები.

 

1921 წლის 18-25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში იუნკერები საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული.

გააზიარე: