„ჯეოქეისის“ გუნდს აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორის რანგში ემილ ავდალიანი შემოუერთდა

მოხარულები ვართ განვაცხადოთ, რომ ჩვენს ორგანიზაციას აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორის რანგში შემოუერთდა ემილ ავდალიანი. იგი სპაეციალიზდება სამხრეთ კავკასიასა და ევრაზიაში მიმდინარე პოლიტიკურ და სამხედრო საკითხების მიმართულებით და მისი კვლევის საგანს წარმოადგენს ირანის, თურქეთის და ჩინეთის საგარეო პოლიტიკა. 


ემილ ავდალიანი ფლობს ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს. იგი სხვადასხვა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში ევრაზიის ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობდა. ემილი ავტორია არაერთი პუბლიკაციისა, მათ შორისაა - „საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები (VI-XIII სს.)“. 


ემილ ავდალიანის ნაშრომებს აქვეყნებენ ისეთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოცემები, როგორიცაა Center for European Policy Analysis (CEPA), Caucasuswatch.de, RUSI, New Eastern Europe, Georgia Today და სხვ.


კვლევით საქმიანობასთან ერთად, ემილი თბილისისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში  ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით ლექციებს უძღვება.


„მოხარულები ვართ ემილ ავდალიანის ჩვენს გუნდში შემოერთებით,“ განაცხადა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა. „მისი ღრმა ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ორგანიზაციის ანალიტიკურ ექპერტიზასა და კვლევით სამუშაოს კიდევ უფრო გაამდიდრებს და გააფართოებს“.

გააზიარე: