ვიქტორ ყიფიანი აშშ-ის სენატის საქართველოსთან დაკავშირებული საკომიტეტო მოსმენის შესახებ

ავტორი:

„ჯეოქეისის" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“
აშშ-ის სენატის სხდომის გზავნილები შეაფასა.

 

„გუშინდელი მოსმენის მოლოდინში ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილი ელოდა, რომ თითქოს სამყაროს დასასრული უნდა დამდგარიყო, რაც არ მოხდა, რადგან ეს ძალიან აპოკალიპტური სცენარი იყო და ამის ალბათობა უაღრესად დაბალი იყო, მეორე ნაწილი ალბათ ელოდა, რომ გუშინ მოხდებოდა აშშ-საქართველოს პარტნიორული ურთიერთობების რადიკალური გადაფასება, რაც ასევე არარეალურია. ჩვენ ვერც ერთი სცენარის მოწმე გავხდით და ვერ მეორის. ჩემი შეფასებაა, რომ გავხდით მოწმენი აბსოლუტურად დაბალანსებული მსჯელობის, კონსტრუქციული, საქმიანი, რიგ შემთხვევაში ძალიან მწვავე შეფასებების მატარებელი. რიგ შემთხვევაში იმდენად მწვავე, რომ ჩვენ შეიძლება არ დავეთანხმოთ და ვერ გავიზიაროთ“.

გააზიარე: