„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ისრაელის ელჩს უმასპინძლა

ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისს“ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რან გიდორი სტუმრობდა.

 

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა საპატიო სტუმართან ერთად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და საჯარო დიპლომატიის საკითხები განიხილა. ასევე ისაუბრეს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების შესახებ. 


ვიქტორ ყიფიანმა ელჩს ორგანიზაციის მიმდინარე პროექტები გააცნო. შეხვედრისას, „ჯეოქეისთან“ სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.

გააზიარე: