„ჯეოქეისის" სატრენინგო კურსის მეოთხე მოდული „Covid 19 და ელექტრონული ჯანდაცვა" დაიწყო

„ჯეოქეისის" სატრენინგო კურსის „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები" მეოთხე მოდული „Covid 19 და ელექტრონული ჯანდაცვა" დაიწყო, რომელსაც  „ჯეოქეისის" ჯანდაცვის მიმართულების დირექტორი, ზვიად კირტავა გაუძღვება. 

 

კოვიდ-19 პანდემია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გლობალური უსაფრთხოების ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა. არა მარტო ჯანმრთელობის უსაფრთხოება, არამედ ეკონომიკური, პოლიტიკური, ინფორმაციული და მენტალური უსაფრთხოების საკითხები რთულად გადაეჯაჭვა ერთმანეთს და მსოფლიოში მიმდინარე უამრავი პროცესების ტექტონიკური რყევები გამოიწვია. სულ რაღაც 1 წლის განმავლობაში არნახულად შეიცვალა კაცობრიობის საქმიანობის მრავალი სფერო და მილიარდობით ადამიანის ცხოვრების წესი.


მოდულში განხილული იქნება პანდემიის აქტუალური საკითხები - როგორც გამოწვევები, ასევე ის შესაძლებლობები, რაც პანდემიამ გააჩინა: 
პანდემია - მოსალოდნელი და მოულოდნელი რეალობა. კოვიდ-19, ისტორიული ანალოგიები და დღევანდელობა. ავტორიტარული და დემოკრატიული სისტემების პასუხი პანდემიაზე. ინტერნეტი - როგორც დადებითი და უარყოფითი ინფორმაციული სივრცე. ჯანმრთელობის ცოდნის მნიშვნელობა - ჯანმრთელობის ვებ-პორტალები, ჯანმრთელობა და სოციალური ქსელი. ინტერნეტის პრობლემური გამოყენება - გაძლიერებული გამოწვევა პანდემიის პერიოდში. ელექტრონული ჯანდაცვა და ტელემედიცინა პანდემიამდე და პანდემიურ პერიოდში - ახალი შესაძლებლობები და ახალი გამოწვევები. 
 

„ჯეოქეისის“ სტუნდენტურ პროგრამაში - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ მონაწილეობას იღებენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები საქართველოს ექვსი სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

 

გააზიარე: