„ჯეოქეისმა“ ისრაელის ელჩს უმასპინძლა

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის მოწვევით, ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისს“ ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,  რან გიდორი სტუმრობდა.


ელჩმა, ანალიტიკური ორგანიზაციის სატრენინგო კურსის სტუდენტებთან შეხვედრა და ლექცია გამართა.


შეხვედრა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა გახსნა. საპატიო სტუმარს დიდი მადლობა გადაუხადა და შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


„მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდებთან ერთად გმასპინძლობთ და უაღრესად საინტერესო საკითხებზე მსჯელობის შესაძლებლობა მოგვეცა. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების უშუალო ჩართულობა. სატრენინგო კურსის ფარგლებში სტუდენტებისთვის მსგავსი ღონისძიებები კვლავ გაიმართება“,- აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.


ელჩმა ლექციისას ისრაელის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ისაუბრა. სტუდენტებმა დიდი დაინტერესება გამოიჩინეს, დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ და ელჩს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს, რომლებიც ძირითადად ეხებოდა ისრაელის გამოცდილებას ტერორიზმთან ბრძოლაში, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროებში წარმატებით განხორციელებულ პოლიტიკას. ასევე, დაინტერესდნენ საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და გააქტიურების პერსპექტივებით.


„ჯეოქეისის“ სტუნდენტური პროგრამა,  „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ 1 აპრილიდან მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები საქართველოს ექვსი უნივერსიტეტიდან იღებენ.

 

 

 

გააზიარე: