„ჯეოქეისს“ და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისს“ და კავკასიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და „ჯეოქეისი" თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.

 

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივ აკადემიურ და სამეცნიერო კვლევით პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე სემინარებს, კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, ვორქშოპებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს განახორციელებენ. ასევე, ერთობლივი ძალისხმევით და მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების და კურსდამთავრებულების კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება, პრაქტიკული გამოცდილების მიღება მათთვის სტაჟირების, პრაქტიკული სწავლების შეთავაზებით ან დასაქმებით.

 

„მოხარული ვარ, რომ ჩემს გუნდთან ერთად თქვენს უნივერსიტეტს ვსტუმრობ, ძალიან შთამბეჭდავი გარემოა, არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურაა, დარწმუნებული ვარ კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ნაყოფიერი თანამშრომლობით სტუდენტებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობები შეიქმნება“. 

 

ღონისძიებას „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის მოადგილე, ბაქარ ფალავანდიშვილი, ჯანდაცვის მიმართულების დირექტორი, ზვიად კირტავა, ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური მიმართულების დირექტორი, ხათუნა ბურკაძე, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორი, გიორგი ანთაძე ესწრებოდნენ.
 

გააზიარე: