„ჯეოქეისი" საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევის ასოციაციასთან (INTPOLSEC, თურქეთი) ურთიერთგაგების მემორანდუმს აფორმებს

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“ განაგრძობს საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებას და ამჯერად საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევის ასოციაციასთან (INTPOLSEC, თურქეთი) აფორმებს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანიც ორ ორგანიზაციას შორის აკადემიური რესურსის გაცვლა და თანამშრომლობის გაღრმავებაა.


ურთიერთგაგების მემორანდუმი ერთობლივი ღონისძიებების გამართვას, პუბლიკაციების გამოქვეყნებას, სამეცნიერო მასალებისა და ინფორმაციის გაცვლას, კონფერენცებისა და სხვადასხვა აკადემიური პროგრამისა თუ კულტურული აქტივობის განხორციელებას ითვალისწინებს.

 

მემორანდუმს ხელი მოაწერეს „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა და INTPOLSEC-ის პრეზიდენტმა, ფიქრეთ ბირდისლიმ.

 

აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოსა და თურქეთის ანალიტიკური წრეების თანამშრომლობის განვითარებასა და ორ ქვეყანას შორის არსებული მდგრადი პარტნიორობის  განმტკიცებას.

გააზიარე: