არაფორმალური შეხვედრა დიპლომატებთან „ჯეოქეისში“

2020 წლის 17 თებერვალს "ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა, დიპლომატებთან არაფორმალური შეხვედრის („Ambassadorial Chat“-ის) ფარგლებში საქართველო-ევროკავშირის 2020 წლის დღის წესრიგის განხილვას მოდერატორობა გაუწია. "ჯეოქეისი"-ს ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმოადგენლებსა და ექსპერტებს შეხვდნენ.

 

დისკუსიის მთავარი თემები გახლდათ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტები, სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხები, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამი ასოცირებული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადება მიუნხენში, ასოცირების შეთანხმების შესრულების დინამიკა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის პერსპექტივა. 
 

გააზიარე: