„ჯეოქეისის“ არარეზიდენტმა მკვლევარმა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა, კაზიმირ პულასკის ფონდის ინიციატივით გამართულ ონლაინ ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტთა ორგანიზაციების ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად შექმნილი ახალი პლატფორმა - ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის (WSF) დემოკრატიის ქსელი - განიხილეს.
ონლაინ ფორმატის შეხვედრას ესწრებოდა სამოქალაქო საზოგადოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი ბელარუსიდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, საქართველოდან, უნგრეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, სლოვაკეთიდან და უკრაინიდან. ქსელის დაფუძნებას, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონის ქვეყნებში დემოკრატიული განვითარებისათვის ორგანიზაციების ხმების გაძლიერებას მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის ეროვნულმა დემოკრატიულმა კავშირმა (NED).
ინიციატივის ოთხი პრიორიტეტია: დემოკრატიის მშენებლობისა და გამაძლიერებელ პროექტებში ჩართული თანამოაზრეების შეკრება; რეგიონული დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერებასთან დაკავშირებული მიმდინარე პროექტების გაზიარება და შესწავლა; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი თანამშრომლობის პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივების განხილვა.
WSF-ის დემოკრატიის ქსელი მიზნად ისახავს კაზიმირ პულასკის ფონდის პარტნიორების მხარდაჭერას, კანონმდებლების, საზოგადოებრივი აზრის შემქმნელების, ლიდერებისა და მეცნიერების უფრო ფართო აუდიტორიის ინფორმირებას უსაფრთხოების პოლიტიკაში დემოკრატიული პრინციპების დაცვის მნიშვნელობის შესახებ განსაკუთრებით უსაფრთხოების კრიზისის დროს.