გიორგი აბაშიშვილი „ჯეოქეისის“ გუნდის წევრი ხდება

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისს“ ახალი წლიდან ეკონომიკური მიმართულებით, არარეზიდენტი მკვლევრის რანგში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და ეკონომიკური მრჩეველი, გიორგი აბაშიშვილი შემოუერთდება.


გიორგი აბაშიშვილი 2021 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტს და CIU ბიზნესის ინსტიტუტს. 2019 წლიდან გახლავთ გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UN DESA) ეროვნული კონსულტანტი საქართველოში. 


მისი მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილებიდან აღსანიშნავია, რომ 2020-2021 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებულ „ბიზნეს კვლევების სახლს“. 2020-2021 წლებში იყო GIPA-ს კანცლერი და პროფესორი, ხოლო 2019-2020 წლებში - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელი. 2012-2013 წლებში გიორგი ხელმძღვანელობდა ილიას სახელმწიფო უნივესრისტეტის ბიზნესის სკოლის ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრს. 


გიორგი აბაშიშვილი 2018 წლიდან არის საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციის ხელმძღვანელი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის წევრი, წარმოადგენს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს OECD-ის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელში, არის საქართველოს, ექსპორტის განვითარების ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის დუალური განათლების საკოორდინაციო საბჭოს წევრი, პროექტ „რეფორმეტრის“ მმართველი საბჭოს წევრი - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), ნატო - საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მრჩეველთა საბჭოს წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის აკადემიური საბჭოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
 

გიორგი გახლავთ ავტორი არაერთი სამეცნიერო და ანალიტიკური სტატიისა, რომლებიც გამქვეყნებულია  ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცემების მიერ.
 

“მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გუნდი კვლავ ფართოვდება და ძლიერდება მაღალკვალიფიციური პროფესიონალების შემოერთებით. ბატონი გიორგის გამოცდილება და აკადემიური მიღწევები კი ორგანიზაციის ავტორიტეტსა და სანდოობას კიდევ უფრო განამტკიცებს. გვსურს, წარმატება ვუსურვოთ მას საერთო საქმეში“, - აღნიშნა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.

გააზიარე: