„ჯეოქეისის“ ალუმნი ქსელის წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ალუმნი ქსელის წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ონლაინ ფორმატის შეხვედრისას ალუმნებმა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანსა და გუნდის წევრებს დეტალურად გააცნეს საკუთარი ხედვები, როგორც მიმდინარე, ასევე დასრულებულ პროექტებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. 
„ჯეოქეისის“ წარმატებული სატრენინგო პროექტის განხორციელების შემდგომ კურსდამთავრებულთა ალუმნი ქსელში გაწევრიანებულ სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებს წლის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ორგანიზაციის ერთიანი ქოლგის ქვეშ „ჯეოქეისის“ ანალიტიკოსებთან ერთად ემუშავათ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. ასევე გამოექვეყნებინათ სტატიები მათთვის საინტერესო საკვლევი თემატიკის გათვალისწინებით, რომელიც წარმოდგენილია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ გვერდზე.  https://geocase.ge/ka/alumni 
„ჯეოქეისის“ ალუმნი ქსელის მიზანია სტუდენტების მხარდაჭერა, „ჯეოქეისის“ მიმდინარე და სამომავლო პროექტებში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა.
„ჯეოქეისის“ ალუმნი ქსელის ამოცანაა ხელი შეუწყოს ქსელში გაერთიანებულ წევრებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და გრძელვადიანი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებას.
 

გააზიარე: