"ჯეოქეისის" მკვლევარმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის დემოკრატიის ქსელის მიერ ორგანიზებულ ვებინარში, რომელიც დაეთმო უკრაინაში მიმდინარე ომს და არსებულ პროცესებს. ვებინარში მონაწილეობდნენ დემოკრატიის ქსელის წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები უკრანიდან, რომლებმაც ქსელის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინაში მიმდინარე პროცესების, რუსეთის აგრესიული ნაბიჯების და საერთაშორისო დახმარების შესახებ. ასევე, მონაწილეებმა იმსჯელეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, დეესკალაციისკენ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ. შეხვედრის ბოლოს უკრაინულმა მხარემ მადლობა გადაუხადა დემოკრატიული ქსელის წევრებს მხარდაჭერისთვის.
“ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის დემოკრატიის ქსელის ფარგლებში, გვქონდა საინტერესო და საგნობრივი დოსკუსია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. განვიხილეთ არსებული უმძიმესი ვითარება, შესაძლო რისკები, და ვიმსჯელეთ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადადგას საერთაშორისო თანამეგრობრობამ არსებული სიტუაციის დეესკალაციისა და რუსეთის შეკავებისთვის“ - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.