ჯეოქეისის მკვლევარი - ნიკოლოზ ხატიაშვილი საქართველოში კონგრესის დელეგაციის ვიზიტს აფასებს 

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ მკვლევარი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილი საქართველოში კონგრესის დელეგაციის ვიზიტს აფასებს.  

 

ანალიტიკოსის განცხადებით უკრაინაში მიმდინარე ომისა და არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ამერიკელი კანონმდებლების ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია და ნათლად ასახავს, რომ საქართველოს უმნშვნელოვანესი როლი უკავია აშშ-ის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში. 

 

„აშშ არ იშურებს ძალიხმევას იმ გამოწვევებთან საბრძოლველად, რომელთა წინაშეც დღესდღეობით უკრაინა და მთლიანად ევროპა დგას. ეს გამოწვევები მოდის რუსეთის ფედერაციიდან, რომელიც ვერ ეგუება მის სამეზობლოში ევროპული ფასეულობების მქონე დემოკრატიებისა და ამ ფასეულობებზე დაფუძნებული ინსტიტუტების არსებობას და ცდილობს ამ პროცესს შეუშალოს ხელი თავისუფალ და სუვერენულ ქვეყნებზე თავდასხმის გზით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ასეთი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა. აშშ განიხილავს საქართველოს თავის სტრატეგიულ პარტნიორად, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დაეხმაროს ევროპას  რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებაში და მონაწილეობა მიიღოს ევროპის ენერგომომარაგების ალტერნატიული გზების ჩამოყალიბებაში,ასევე, ხელი შეუწყოს ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნას, რომელიც შესაძლებელს გახდის ტვირთის გატარებას აზიიდნ და ახლო აღმოსავლეთიდან ევროპისკენ, რუსეთის გვერდის ავლით,“- განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.

 

„ჯეოქეისის“ მკლვლევარი აღნიშნავს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციასთან საქართველოს თანამშრომლობის დინამიკამ ბოლო წლებში მართლაც უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია, განსაკუთრებით კი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. აშშ კარგად ხედავს, თუ რამდენად მნიშნელოვანი როლი გააჩნია საქართველოს რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაში და დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ჩვენ დავინახავთ კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ და არსებით მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

 

გააზიარე: