საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ "ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანს, ესაუბრა.
ვიქტორ ყიფიანმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის “ფორმატის მნიშვნელობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა.
ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: „ევროკავშირი საქართველოს რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველო სრულად და აქტიურად ჩართულია „აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ მრავალმხრიან არქიტექტურაში“. მან დასძინა, რომ თანმიმდევრულობა და რეფორმების ეფექტიანად განხორციელება იქნება წინაპირობა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სირთულეების დასაძლევად.
"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები გვეხმარება იმაში, რომ ქვეყანა მოვამზადოთ ევროკავშირში წევრობის შესაბამისი პროცედურების დაწყებისთვის“.
გაეცანით ინტერვიუს