ნიკოლოზ ხატიაშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის საგარეო პოლიტიკის გამოწვევების შესახებ შეხვედრა გამართა

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის" მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და რუსული დეზინფორმაციის შესახებ შეხვედრა გამართა.

 

ნიკოლოზ ხატიაშვილმა, ვრცლად ისაუბრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევების, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის, რეგიონული გამოწვევების, რუსული დეზინფორმაციის და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ.

 

სადისკუსიო ფორმატში ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გამართულ შეხვედრას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.



სემინარი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

გააზიარე: