ნიკოლოზ ხატიაშვილი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

„ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მიმართულების მკვლევარი, ნიკოლოზ ხატიაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიწვევით,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.
 

საუბრისას, მან ვრცლად მიმოიხილა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევებზე, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, რეგიონულ გამოწვევებზე, ანტიდასავლური პროპაგანდისა და დეზინფორმაციის შედეგად  მომდინარე საფრთხეებსა და მასთან გამკლავების გზებზე.
 

შეხვედრას, ასევე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
 

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

გააზიარე: