საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს პოლიტიკური პრიორიტეტებისა და რუსული დეზინფორმაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა გახსნა და მოდერაციას უწევდა საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენელი, თამარ გოგოლაძე, რომელმაც ისაუბრა ცენტრის საქმიანობის და მიმდინარე პროექტების შესახებ.
„ჯეოქეისის“ მკვლევარი ნიკოლოზ ხატიაშვილი შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა და ვრცლად ისაუბრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევების, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის, რუსული დეზინფორმაციის და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ.
ღონისძიებას ონის მუნიციპალიტეტის, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.