ნიკოლოზ ხატიაშვილი მონტენეგროს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან, ალექსანდარ მაშკოვიჩთან გამართულ შეხვედრას დაესწრო

ანალიტიკური ცენტრი "ჯეოქეისის" საგარეო პოლიტიკის მკვლევარი, ნიკოლოზ ხატიაშვილი მონტენეგროს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან, ალექსანდარ მაშკოვიჩთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. შეხვედრას  ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა უმასპინძლა.
 

შეხვედრის მთავარ თემას საქართველოსა და მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. 
 

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, თამარა წულეისკირმა სტუმარს ცენტრის მიზანი და ამოცანები, საქმიანობის პრიორიტეტები, მიღწევები და საქართველოს დასავლური კურსის მიმართ საზოგადოების განწყობები გააცნო. მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესში არსებული საინფორმაციო გარემო და ამ მხრივ არსებული გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციის/ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.
 

შეხვედრაზე მონტენეგროს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა თავის მხრივ დასავლური ინტეგრაციის პროცესში საკუთარი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინებით, იმ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა და მზაობა გამოთქვა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
 

შეხვედრას ასევე, სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე: