მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ გუნდს გიორგი ციკოლია შემოუერთდა. იგი ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა.
გიორგი ციკოლია აშშ-ში მოქმედი, მაღალი დონის ტექ-კომპანია Lineate-ის რეგიონული დირექტორია.
გიორგიმ ათწლეულზე მეტი დაყო საჯარო სამსახურში. საქართველოში მისი დიპლომატიური მიღწევები კარგად არის ცნობილი. აშშ-ში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიან დესპანის რანგში, გიორგიმ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწია საკანონმდებლო და ეკონომიკური მიმართულებებით, რამაც საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობა გააღრმავა.
ვაშინგტონში მუშაობის დაწყებამდე, გიორგი საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო უწყებას უძღვებოდა, რომელთა ფარგლებშიც მოხდა არაერთი უცხოური ინვესტიციისა მოზიდვა, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა. გიორგიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამთავრობო ინიციატივა „აწარმოე საქართველოს“ პროექტის შექმნასა და განვითარებაში, რომლის მიზანიც მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის განვითარებაა.
საჯარო სექტორში საქმიანობამდე ბატონი ციკოლია რამდენიმე სტარტ-აპის აღმასრულებელი ოფიცერი იყო, ასევე ხელმძღვანელობდა გაყიდვების და მარკეტინგის გუნდებს არაერთ ინდუსტრიაში.
გიორგიმ განათლება საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით წამყვან ამერიკულ სასწავლებელში, ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიურ სკოლაში მიიღო.
„გიორგის სახით ჩვენს გუნდს კიდევ ერთი მაღალი რანგის პროფესიონალი შემოუერთდა. მისი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანი შენაძენია „ჯეოქეისისათვის“, რაც ძალიან გვახარებს, რადგანაც ეს ჩვენი ანალიტიკური ცენტრის საქმიანობას კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის,“- აღნიშნა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.