„ჯეოქეისის“ გუნდს კახი ქენქაძე შეუერთდა

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისს“ მკვლევრის პოზიციაზე კახი ქენქაძე შემოუერთდა.


მისი პროფესიული პორტფოლიო საჯარო და დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას მოიცავს. 1999 წელს პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებით მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი.  2003 წლიდან იგი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა აშშ-ის სამმართველოს უფროსად, იყო საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; საგანგებო დავალებათა ელჩი. 2007-2010 წლებში იყო დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 2014-18 წლებში კი დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის  თანამდებობას იკავებდა. 


კახი ქენქაძეს 2003 წელს მიენიჭა ჰარვარდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის საპატიო წოდება. 1998-99 წლებში მუშაობდა ალბანეთში ეუთოს მისიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელად ქალაქ კრუმაში, ხოლო 1999 წელს გაეროს მისიის არჩევნების ოფიცრად აღმოსავლეთ ტიმორზე. 


იგი გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ისტორიაზე ორი წიგნის ავტორი.


გვჯერა, ჩვენი თანამშრობლობა ნაყოფიერი აღმოჩნდება, წარმატებებს ვუსურვებთ მას. 

გააზიარე: