„ჯეოქეისისა“ და პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის თანაორგანიზებით ონლაინ სემინარი გაიმართა

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა და ცენტრის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორმა, ემილ ავდალიანმა მონაწილეობა მიიღეს პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტისა (PISM) და „ჯეოქეისის“ თანამშრომლობით ორგანიზებულ დახურულ ონლაინ სემინარში, რომელიც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პერსპექტივას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა.

სემინარზე სიტყვით გამოვიდნენ ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე; აგნეშკა ფილიპიაკი, გამოცემის „Forbes Women“ მთავარი რედაქტორის მოადგილე; ემილ ავდალიანი, ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი და ვოიჩეკ გორეცკი, Centre for Eastern Studies (OSW)-ის თურქეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი.

ვიქტორ ყიფიანმა და PISM-ის უფროსმა ანალიტიკოსმა არკადიუშ ლეგიეცმა სემინარის სადისკუსიო განხილვებს მოდერაცია გაუწიეს. სემინარის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართა პოლონეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტის დირექტორმა, სლავომირ დებსკიმ. 

დისკუსია აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და შეჯამებისას აღინიშნა, რომ, ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, მსგავსი თემატიკის ღონისძიებები კვლავაც გაიმართება.
 

გააზიარე: