„ჯეოქეისის“ თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების დირექტორმა, გიორგი ანთაძემ ქრონიკაში სტუმრობისას რეგიონში განვითარებული პროცესებისას საქართველოს როლზე ვრცლად ისაუბრა.
„მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში გაჟღერდა კიდევაც, რომ სამმხრივი ფორმატი შეიქმნას კავკასიაში სამივე ქვეყნის [საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი] ჩართულობით, რაც ასევე ძალიან საინტერესო მექანიზმი შეიძლება აღმოჩნდეს რეგიონში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად,"- განაცხადა გიორგი ანთაძემ.
„საქართველოს ნამდვილად გააჩნია იმის პოტენციალი, რომ მიმზიდველი პლატფორმა იყოს რეგიონული საკითხების გადასაჭრელად“, - აღნიშნავს ანთაძე.