ვიქტორ ყიფიანმა ევროკავშირის ახალ ელჩთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან გამართულ ვიწრო ფორმატის გაცნობითი ხასიათის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 


შეხვედრას კიდევ რამდენიმე ქართული ანალიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და მასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, ასევე ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები, თუ რამდენად ეფექტიანად სრულდება ევროკომისიის მიერ ქვეყნისათვის გაცემული რეკომენდაციები ევროკავშირის წევრის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით.  


მონაწილეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს რეგულარული სამუშაო შეხვედრების ჩატარების მნიშვნელობაზე.
 

გააზიარე: