ბაქარ ფალავანდიშვილმა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენციის სესიას მოდერაცია გაუწია

“ჯეოქეისის"  თავმჯდომარის მოადგილემ ბაქარ ფალავანდიშვილმა მოდერაცია გაუწია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენციის სესიას, რომელიც შეეხებოდა კონკურენციის პოლიტიკასა და მდგრად განვითარებას.
 

სესიის სპიკერები იყვნენ ესპანეთის ეროვნული ბაზრებისა და კონკურენციის სააგენტოს კომისიის წევრი მარია არილაგა, აზერბაიჯანის ანტიმონოპოლიური და მომხარებელთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მამად აბასბეილი, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პირველი მოადგილე ლევან კალანდაძე, საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია და PwC საქართველოს სამართლებრივი მენეჯერი თეონა ჟიჟიაშვილი. 


სპიკერებმა ისაუბრეს კონკურენციის სამართლისა და მისი აღსრულების როლზე მდგრად განვითარებაში.
 

სესიის ფარგლებში ბაქარ ფალავანდიშვილმა განიხილა კონკურენციის მიზნებისა და სამართლის სხვა დარგების ურთიერთმიმართების საკითხი, აღნიშნა რისკები, რომელიც ახლავს მდგრადი განვითარების გათვალისწინებას კონკურენციის აღსრულებაში და ყურადღება გაამახვილა ბრიტანეთსა და აშშ-ში მიმდინარე საქმეებზე კონკურენციისა და მდგრადი განვითარების კონტექსტში.

გააზიარე: