„ჯეოქეისისა“ და საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლობით კვლევითი პროექტი “GEO Intel Project” განხორციელდება

ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისისა“ და საქართველოს დაზვერვის სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კვლევითი პროექტი “GEO Intel Project” განხორციელდება.
 

პროექტი, რომლის მიზანია საქართველოს დაზვერვის სამსახურსა და აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, ხელს შეუწყობს დაზვერვის, როგორც სამეცნიერო მიმართულების განვითარებას, რაც წარმოადგენს დასავლური ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას.
 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია უნიკალური კვლევის ჩატარება, რომელიც მოიცავს საქართველოს ისტორიის სწორედ იმ პერიოდების შესწავლას, სადაც აქტიურად გამოიყენებოდა სადაზვერვო საქმიანობა. აღნიშნულ კვლევაში აისახება საქართველოში სადაზვერვო საქმიანობის განვითარების ისტორიული პროცესი, რომელმაც მიგვიყვანა თანამედროვე საქართველოს დაზვერვის სამსახურის ჩამოყალიბებამდე.
 

პროექტის მიმდინარეობისას ორგანიზატორების მიერ დაგეგმილია შეხვედრები, დისკუსიები აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან.

გააზიარე: