ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისისა“ და საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი კვლევითი პროექტ “GEO Intel Project”-ისთვის ბრენდირება შემუშავდა, ლოგო შეიქმნა და სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმა.
„ჯეოქეისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მომავალი წლიდან აქტიურად განხორციელდება, რაც მიმართული იქნება პროექტის ამოცანებისა და მიზნების წარმატებით მიღწევისათვის.
მათივე ცნობით, პროექტ “GEO Intel Project”-ის მიზანია საქართველოს დაზვერვის სამსახურსა და აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, დაზვერვის, როგორც სამეცნიერო მიმართულების განვითარება და სფეროს პოპულარიზაცია, რაც წარმოადგენს დასავლური ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას.