ნიკოლოზ ხატიაშვილი - ვლავ დადასტურდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით და ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონში მთავარი მოკავშირის, სტატუსი

"კვლავ დადასტურდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით და ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონში მთავარი მოკავშირის სტატუსი", - ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ საგარეო პოლიტიკის მკვლევარი და საერთაშორისო მდივანი ნიკოლოზ ხატიაშვილი აშშ-ს თავდაცვის მდივნის მიერ გაკეთებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას აფასებს.
 

როგორც ნიკოლოზ ხატიაშვილმა აღნიშნა, დღეს, როგორც არასდროს საქართველოს აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება ესაჭიროება, რადგან, მისივე შეფასებით, არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო და ახალი გამოწვევები მაქსიმალურ ადაპტაციას და მოქნილობას, ასევე, თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებას მოითხოვენ.
 

„მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, აშშ-ს თავდაცვის მდივნისგან უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ. კვლავ დადასტურდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ურყევი მხარდაჭერა თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით და ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონში მთავარი მოკავშირის, სტატუსი. დღეს, როგორც არასდროს საქართველოს ესაჭიროება აშშ-სთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება, რადგან არაპროგნოზირებადი საერთაშორისო გარემო და ახალი გამოწვევები მოითხოვენ მაქსიმალურ ადაპტაციას და მოქნილობას, ასევე, თავდაცვის შესაძლებლობის გაძლიერებას. სწორედ ამ პროცესში, აშშ-ს აქვს პოტენციალი, რომ კიდევ უფრო გააძლიეროს საქართველო და აღმოუჩინოს მეტი დახმარება ამოცანების შესრულებაში. განსაკუთრებული როლი ენიჭება ამერიკელ პარტნიორებთან შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობას, რადგან აშშ-ს ჩართულობის გაზრდა უზრუნველყოფს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას, ასევე არსებული საფრთხეების მიმართ რეგიონის ქვეყნების მედეგობის განმტკიცებას. ამ პროცესის წარმატებით წარმართვისთვის საჭირო იქნება აშშ-ს მხრიდან შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება, სადაც დიდი როლი მიენიჭება საქართველოსაც”, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
 

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს უმასპინძლა. პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ლოიდ ოსტინმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობას, თავდაცვის სფეროში ორმხრივ ურთიერთობებსა და გლობალურ უსაფრთხოებაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს გაუსვა ხაზი. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კვლავაც გაგრძელდება.

გააზიარე: