ამოქმედდა ახალი ონლაინ მედია-პლატფორმა - Business Insider Georgia, რომელსაც "ჯეოქეისის" ეკონომიკური მიმართულების დირექტორი, გიორგი აბაშიშვილი უხელმძღვანელებს

Business Insider Georgia (www.businessinsider.ge და insider.ge) არის ახალი ონლაინ პლატფორმა, რომელიც აშუქებს ეკონომიკისა და ბიზნესის ახალ ამბებს.
 

Business Insider Georgia ახალი ამბების მიღმა ეძებს და ქმნის საზოგადოებისთვის საინტერესო ნიუსებს, ანალიტიკურ სტატიებსა და ინტერვიუებს.
 

ვებგვერდი იყენებს სანდო წყაროებს შესაბამისი კონტენტის შესაქმნელად.
 

Business Insider Georgia - ბიზნესისა და ეკონომიკის ახალი ამბების გარდა, მკითხველს შესთავაზებს ექსპერტების ექსკლუზიურ შეფასებებს, ვიდეობლოგებს.
 

Business Insider Georgia-ს მიზანია მკითხველს სანდო, კომპეტენტური და ექსკლუზიური ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს.
 

ონლაინ პლატფორმას მედია-ჯგუფ „ინსაიდერი საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ანალიტიკური ცენტრ "ჯეოქეისის" ეკონომიკური მიმართულების დირექტორი, გიორგი აბაშიშვილი უხელმძღვანელებს.
 

„მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ბიზნეს მედიას განსაკუთრებული როლი აქვს რამდენიმე მიმართულებით: მთლიანობაში ქვეყანაში საჭიროა ბიზნეს და ეკონომიკური ანალიტიკის გაძლიერება, საჭიროა ყველა დონეზე ბიზნესის მხარდაჭერა კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდებისა და გაზიარების მიმართულებით, საჭიროა მოსახლეობის მეტი და სწორი ინფორმირება ეკონომიკური პოლიტიკის და ბიზნესის გადაწყვეტილებების შესახებ, საჭიროა ბიზნეს განათლების კომპონენტის გამოკვეთა სხვადასხვა მიმართულებით, აუცილებლად მიგვაჩნია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლების სათანადო ინფორმაციითა და მასალებით უზრუნველყოფა, გადაუდებელ აუცილებლობად მიგვაჩნია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კამპანიის წარმოება, გამოკვეთილად პრიორიტეტულია სტარტაპების საინფორმაციო და ანლიტიკური მხარდაჭერა, ცნობადობის ზრდაში ხელშეწყობა. სწორედ ეს არის მიზეზები, რამაც გადაგვაწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგა და ამ რთული, თუმცა ძალიან სასარგებლო მიმართლებით მუშაობის დაწყება“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 
 

გააზიარე: