მკვლევარი

დავით აფციაური

მრჩეველთა საბჭოს წევრი

daptsiauri@geocase.ge

+995322553880

ბიოგრაფია

დავით აფციაური „ჯეოქეისი“-ს მრჩეველთა საბჭოს წევრია. იგი, ამასთანავე, დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლად ,,ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში, მანამდე საქმიანობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მკლევარის პოზიციაზე.

დავით აფციაური კარიერული დიპლომატია და გააჩნია დიპლომატიური საქმიანობის თითქმის 30 წლიანი პროფესიონალური გამოცდილება. 2000 წელს, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მას მიენიჭა უმაღლესი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2000-2004 წლებში იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, შემდგომში პირველი მოადგილის თანამდებობას, იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების კოლეგიის წევრი. 2014-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მონღოლეთსა და ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში, ხოლო 2004-2008 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში საქმიანობდა ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთის რესპუბლიკებში. დიპლომატიური საქმიანობის განმავლობაში მონაწილეობა მიუღია გაეროს რიგი მნიშვნელოვანი ორგანოების არჩევნებში და ევროპულ ეკონომიკური პროფილის ორგანიზაციებში.

დიპლომატიურ საქმიანობასთან ერთად ელჩი დავით აფციაური, როგორც მიწვეული პროფესორი და წამყვანი მკლევარი, აქტიურ მონაწილებას ღებულობდა საქართველოს და უცხოეთის უნივერსიტეტებში და წამყვან კვლევით ცენტრებში, სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებაში, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების პრობლემატიკას. მიწვეული პროფესორის რანგში, კითხულობს ლექციებს პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის, შანდუნის ფინანსებისა და ეკონომიკის უნივერსიტეტებში (ჩინეთი). 

ასევე, სალექციო საქმიანობას ეწევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1994-2013 წლებში აქტიურად ჩართული იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემაში აკადემიური და კვლევითი პროექტების ამოქმედებაში, კითხულობდა ლექციებს ნიუ იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, ფლორიდის უნივერსიტეტში, ნიუ იორკის ადვოკატთა ასოციაციაში და ა.შ. ასევე მონაწილეობას იღებდა გაეროს ეგიდით ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებში. 

2004-2013 წლებში მიწვეული მაღალი დონის ლექტორის და ექსპერტის რანგში თანამშრომლობდა აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქეთის, შვედეთის, ბელგიის, საბერძნეთის, ჩინეთის, ბალტიის პირეთის და სხვა ქვეყნების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებთან, ხოლო 2019 წელს აზერბაიჯანის დიპლომატიურ აკადემიაში - უნივერსიტეტში ჩაატარა ეკონომიკურ დიპლომატიასთან დაკავშირებული ტრენინგის კურსი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის დიპლომატიური შემადგენლობისთვის. ამასთან ერთად, მონაწილეობდა მრავალ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში, ტრენინგ პროგრამებში (მათ შორის მოხსენებებით გამოდიოდა გაეროს გენერალური ასამბელის სპეციალურ სესიებზე და სხვა ფორუმებზე) ევროპაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში საერთაშორისო უსაფრთხოების და ეკონომიკური თანამშრომლობის, კონფლიქტების მოგვარებისა და მდგრადი განვითარების, ბავშვთა, რეგიონალური და რეგიონთაშორისი, დასავლეთ-აღმოსავლეთის განზომილების ჩათვლით, კოოპერირების აქტუალურ საკითხებზე. იგი გახლავთ ასტანის ეკონომიკური ფორუმის მაღალი რანგის ექსპერტთა საბჭოს წევრი.

ელჩმა დავით აფციაურმა უმაღლესი განათლება მიიღო საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით, არის ეკონომიკის დოქტორი, გამოქვეყნებული აქვს ბევრი ნაშრომი საერთაშორისო ეკონომიკის საკითხებზე ცნობილ ქართულ და უცხოურ ჟურნალებსა და გაზეთებში.
 

მსოფლიო ბაზარზე და საქართველოში ნედლი ნავთობის მაღალი ფასის პრობლემის ზოგიერი ასპექტი

29 ნოე. 2021
კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეული მძლავრი დარტყმის მიუხედავად, გლობალური ეკონომიკა აღდგენის და იმედის ნიშნებს იძლევა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, გლობალური მშპ 2021 წლის აპრილში 6 % შეადგენდა: ჩინეთის - 8,2%, აშშ-ის - 6,2%, ინდოეთის – 12,6%. თუმცა, სა...
სრულად წაკითხვა