ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ უფროსი მკვლევარი ლიანა ჯერვალიძე სიტყვით გამოვიდა კავკასიის სატრანსპორტო დერეფნების შესახებ საერთაშორისო კონფერენციაზე. მოხსენებისას, ლიანა ჯერვალიძემ ისაუბრა საქართველოს რკინიგზაში დღეს არსებულ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე, გამოწვევების დაძლევის მთავრობისეულ გეგმაზე 2023-2030 პერიოდში, მთავრობის მიერ 2023 წლის 15 აგვისტოს მიღებულ დოკუმენტზე - "საქართველოს ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სტრატეგია 2023-2030" - დაყრდნობით.
მან, ასვე, მოდერატორობა გაუწია კონფერენციის სადისკუსიო პანელს - "საქართველოს როლი და შესაძლებლობები შუა კორიდორის პროექტში". კონფერენციის ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებმა ყულევის ნავთობ ტერმინალიც მოინახულეს.
საერთაშორისო კონფერენცია - "ნედლი ნავთობისა და პროდუქტების ტრანსპორტირება კავკასიის სატრანსპორტო დერეფნისა და საქართველოს პორტების გავლით " - Confidence Information Services-ის ორგანიზებით 2024 წლის 4-5 ივლისს, ქალაქ ბათუმში გაიმართა.