ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ მოხარულია, გაცნობოთ რომ მის მრჩეველთა გუნდს ჰენრიკ ს. ვერენსკიოლდი შეუერთდა.
ჰენრიკ ს. ვერენსკიოლდი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია ნორვეგიულენოვანი ჟურნალისა Geopolitika.no, რომელიც ორიენტირებულია საერთაშორისო ურთიერთობებსა და გეოპოლიტიკაზე. Geopolitika.no-ს პარტნიორობის ფართო საერთაშორისო ქსელი გააჩნია, მათ შორისაა ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“. დაარსების დღიდან (2024 წლის 1 მარტი) ჟურნალი სწრაფად იქცა გავლენიან გამოცემად გეოპოლიტიკის მიმოხილვის სფეროში. გამოცემის სტატიები ვრცელდება არა მხოლოდ ნორვეგიაში, არამედ საფრანგეთსა და აღმოსავლეთ ევროპაშიც.
ჰენრიკ ვერენსკიოლდს მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს როგორც საგარეო ურთიერთობების სფეროში, ასევე გეოპოლიტიკურ ჟურნალისტიკაში. იგი თავდაპირველად საერთაშორისო ურთიერთობების მიმომხილველი ჟურნალისტი და კომენტატორი იყო, მოგვიანებით საერთაშორისო ურთიერთობის საკითხების რედაქტორი გახდა და ახლა მთავარი რედაქტორია. გარდა ჟურნალისტური კარიერისა, ჰენრიკს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ანალიტიკურ სფეროშიც, აქვეყნებს აკადემიურ ნაშრომებსაც.
ჰენრიკ ვერენსკიოლდის ინტერესთა სფერო ფართო სპექტრს მოიცავს, რომელიც ფოკუსირებულია დიდი ძალაუფლებათა დაპირისპირებაზე, გლობალურ გეოპოლიტიკაში ევროპის როლზე და პოლიტიკურ რეალიზმზე. განსაკუთრებით კი აინტერესებს, თუ როგორაა ეს საკითხები დაკავშირებული ევროპის მეზობელ რეგიონებში უსაფრთხოების გამოწვევებთან, მათ შორის ტერორიზმის მზარდ საფრთხეებთან, მიგრაციასთან და საერთაშორისო ურთიერთობებში ძალის იარაღად გამოყენებასთან.
ჰენრიკ ვერენსკიოლდი ფლობს პარიზის ამერიკული უნივერსიტეტის ბაკალავრის ორ ხარისხს - საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირებაში და საერთაშორისო ურთიერთობებში. იგი, ასევე, ნორვეგიის ბიზნეს სკოლის პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრია.
ჰენრიკი თავისუფლად საუბრობს ნორვეგიულ, ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე. ასევე, კარგად ფლობს პორტუგალიურს და საშუალო დონეზე კი - კლასიკურ არაბულს.
ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ჰენრიკ ვენერსკიოლდის "ჯეოქეისში" შემოერთება, რადგან მისი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვნად გამოსადეგი იქნება გლობალური გეოპოლიტიკური საკითხების კვლევისა და ანალიზის საქმეში.