„ჯეოქეისს“ გლობალური უსაფრთხოებისა და ქართული დიპლომატიის მიმართულებით კვლევითი სტაჟიორის პოზიციაზე ქეთრინ ბრეიდი შემოუერთდა 

„ჯეოქეისი“ მოხარულია გაცნობოთ, რომ ცენტრს  ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის საგარეო სამსახურის სკოლის სტუდენტი, ქეთრინ ბრეიდი შემოუერთდა. იგი კვლევითი სტაჟიორის პოზიციას დაიკავებს და გლობალური უსაფრთხოებისა და ქართული დიპლომატიის საკითხებზე სპეციალიზდება.
 

ქეთრინი ამჟამად მუსაობს ბაკალავრის ხარისხზე მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო ურთიერთობების (STIA) მიმართულებით. მისი აკადემიური ინტერესის სფეროს წარმოადგენს ახალი ტექნოლოგიების, უსაფრთხოების პოლიტიკისა და გლობალური მმართველობის საკითხები. სწავლის პროცესში მან ძლიერი ანალიტიკური უნარები შეიძინა, რაც შესაძლებლობას აძლევს ეფექტიანად შეაფასოს როგორც ტექნოლოგიური რისკები, ასევე უსაფრთხოების გამოწვევები იმ პოლიტიკური ჩარჩოების ანალიზის საფუძველზე, რომლებიც სწრაფად განვითარებადი მოვლენების ფონზე საერთაშორისო რეაგირებას განსაზღვრავენ.
 

ქეთრინმა მრავალმხრივი საერთაშორისო გამოცდილება დააგროვა აკადემიური და პროფესიული საქმიანობის გზით. "ჯეოქეისთან" თანამშრომლობის დაწყებამდეც იგი მონაწილეობდა ანალიტიკური ცენტრის მიერ წარმოებულ კვლევებში, სტატიების მომზადებასა და პოლიტიკის ანალიზში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და დიპლომატიის მიმართულებით. ჩართული იყო ისეთ პროექტებში, რომლებიც იკვლევდნენ გეოპოლიტიკურ ტენდენციებსა და ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიულ გავლენას გლობალურ პროცესებზე.
 

ქეთრინმა შესაძლებლობა ჰქონდა პროფესიული გამოცდილება გაეღრმავებინა შვეიცარიაში, ჟენევაში, მულტილატერალური დიპლომატიისა და გლობალური მმართველობის ერთ-ერთ წამყვან ცენტრში სწავლის დროს. ამ პერიოდში იგი ფოკუსირებული იყო გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე.
 

„ჯეოქეისში“ ქეთრინი კონცენტრირებული იქნება გლობალური უსაფრთხოებისა და ქართულ დიპლომატიის კვლევაზე. კომპლექსური გლობალური გამოწვევების ანალიზისთვის იგი გამოიყენებს როგორც აკადემიურ ცოდნას, ისე პრაქტიკულ საერთაშორისო გამოცდილებას.

გააზიარე: