"ჯეოქეისი"-ს თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა აღნიშნა: “უმძიმესი ბრალდებები, უმძიმესი ფორმულირებები არ ეფუძნება არანაირ კონკრეტულ მტკიცებას, ფაქტსა და გარემოებას. მძიმეა იმის აღქმა, რომ ურთიერთობები, რომლებშიც დიდი ძალისხმევა ჩაიდო, ასე შეფასდეს. თუ გადავხედვათ საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების მაღალკალიბრიან დინამიკას, თვალნათლივ შეგვიძლია დავინახოთ, რომ ეს თანამშრომლობა გაღრმავდა როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე. ამის დასტურად შეგვიძლია ვისაუბროთ „საქართველოს მხარდაჭერის აქტზე“, ისე ამერიკის ფისკალურ კანონმდებლობაზე“.
მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები მაღალ ნიშნულზეა. ვიქტორ ყიფიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ელჩის განცხადება გაცილებით მნიშვნელოვანი და სანდოა, ვიდრე პარტიული ჯგუფის მიერ გაკეთებული შეფასება.
„მინდა საგანგებოდ მივმართო ამერიკული საზოგადოების ამ ნაწილს, რომ ეს ჩვენი ურთიერთობის ქუჩა არის ორმხრივი მოძრაობის ქუჩა, ამიტომ ის ძალიან აწონ-დაწონილ და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოითხოვს, როგორც ქართული ბოლოდან, ასევე ამერიკული ბოლოდან. დაუსაბუთებელი განცხადებებით ისინი სხვა ფლანგს აძლიერებენ. ამიტომ ჩემი მოწოდება იქნება, რომ თითოეულ სიტყვას და განცხადებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს“ - დასძინა მან.
იხილეთ ინტერვიუს ჩანაწერი