ბაქარ ფალავანდიშვილი მთიანი ყარაბაღის შეიარაღებული კონფლიქტის გავლენის შესახებ

ავტორი:

"ჯეოქეისის" გამგეობის წევრის, ბაქარ ფალავანდიშვილის კომენტარი მთიანი ყარაბაღის
შეიარაღებული კონფლიქტის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესახებ გადაცემა
"ბიზნესპარტნიორის" ეთერში.

 


"აზერბაიჯანი ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, როგორც ინვესტიციების,
ასევე ფულადი გზავნილებისა და ექსპორტის მიმართულებით",- განაცხადა ბაქარ
ფალავანდიშვილმა.

 


"ჯეოქეისის" გამგეობის წევრი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ
ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობის
უზრუნველყოფას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა საქართველოს მხრიდან
გამოთქმული ინიციატივა, რომ დაპირისპირებული მხარეები სწორედ თბილისში
დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

 


"საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფა და
სწორედ ამიტომ საქართველო თავად იყო პროაქტიული და თავად მოისურვა
შეეთავაზებინა სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის მოლაპარაკების მაგიდასთან
დასხდომა, რაც არის სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ დაინახონ საქართველოს,
როგორც მშვიდობისმყოფელის როლი რეგიონში",-განაცხადა ბაქარ ფალავანდიშვილმა.

გააზიარე: