შეხვედრა კრისტიან ურსთან, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში

ამა წლის 22 იანვარს შედგა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანისა და მრჩეველთა საბჭოს წევრის, ანდჯეი კლიმჩიკის გაცნობითი შეხვედრა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, კრისტიან ურსთან.


ვიქტორ ყიფიანმა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელს „ჯეოქეისის“ მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე დღემდე გაწეულ სამუშაოზე უამბო, ხოლო კრისტიან ურსის მხრიდან ხაზი გაესვა სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების დასაძლევად. ანდჯეი კლიმჩიკის მხრიდან გახმოვანდა ევროპის საბჭოს ოფისთან თანამშრომლობის რიგი კონკრეტული ღონისძიებების ჩატარება, რაზედაც საუბრის მონაწილეებმა მზაობა გამოთქვეს.


ვიქტორ ყიფიანის შეთავაზებით კრისტიან ურსთან მორიგი შეხვედრა „ჯეოქეისის“ ოფისში შედგება, სადაც კიდევ უფრო დაკონკრეტდება ევროპის საბჭოს ოფისთან თანამშრომლობის ფორმატი. 

გააზიარე: