„ჯეოქეისის“ ორგანიზებით სტუდენტური პროგრამის - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ პირველი ნაწილი დასრულდა.
სტუდენტური პროგრამის პირველი ნაწილის ფარგლებში „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ წაიკითხა ლექციები საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივის შესახებ. მან ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნის პროცესის, მისი მიზნების, პრინციპების თაობაზე და ნატო-საქართველოს შორის არსებული ყველა იმ მექანიზმის შესახებ, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებთან დაახლოებას.
მოდული დასრულდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მოდელირებით. ახალგაზრდებმა ალიანსში გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკული ასპექტები გაანალიზეს.
ამასთანავე, ხათუნა ბურკაძემ სტუდენტებს წაუკითხა ლექციები ციფრული პოლიტიკის, მისი შესაძლებლობებისა და თანმდევი გამოწვევების შესახებ. ასევე, მან ისაუბრა კიბერშეტევების, კიბერომის თაობაზე და ტალინის სახელმძღვანელოების საფუძველზე, განმარტა კიბერთავდასხმებთან, კიბეროპერაციებთან დაკავშირებული საკითხები.