ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისს", „საქსტატსა“ და მედიაჰოლდინგ „კომერსანტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისს", „საქსტატსა“ და მედიაჰოლდინგ „კომერსანტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

 

სამმხრივ დოკუმენტს ხელი საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, მედიაჰოლდინგ ,,კომერსანტის“ მმართველმა პარტნიორმა, გიორგი აბაშიშვილმა და ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა მოაწერეს.

 

მემორანდუმის მიზანია, საზოგადოებაში ეკონომიკური განათლების ამაღლება და ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევების პოპულარიზაციის ხელშეწყობა. მემორანდუმი განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს, ინფორმაციის მოთხოვნისა და გაცემის პროცესში.

 

საქსტატი კომპეტენციის ფარგლებში „კომერსანტს“ და „ჯეოქეისს“ მიაწვდის საჭირო ინფორმაციას, რაც ხელს შეუწყობს მათი  საქმიანობის  ეფექტურად წარმართვას, ხოლო თავის მხრივ „კომერსანტი“ და „ჯეოქეისი“, უზრუნველყოფენ მათ აუდიტორიასთან საქსტატის კომუნიკაციას და მისი პროდუქტების პოპულარიზაციას.

გააზიარე: