ვიქტორ ყიფიანი ისრაელში აკადემიური წრეების საერთაშორისო ლიდერთა ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფორუმში – „Insight Israel: Welcoming Global Academic Leaders“, რომელიც ისრაელში 2026 წლის 22-26 ნოემბერს გაიმართება. ვიზიტი არიელის უნივერსიტეტისა და ისრაელის დიასპორის საქმეთა სამინისტროს მოწვევით ხორციელდება. 
 

პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და აკადემიური ინსტიტუტების წამყვან წარმომადგენლებს გააერთიანებს. მონაწილეები შეხვედრებს გამართავენ ისრაელის უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრებისა და პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები ისრაელის რამდენიმე სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან. 
 

პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისრაელის აკადემიური სფეროს წინაშე არსებულ თანამედროვე გამოწვევებს, მის საერთაშორისო პოზიციონირებას და აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
 

„ჯეოქეისისთვის“ აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს საერთაშორისო პროფესიული ქსელის გაფართოების, ისრაელის აკადემიურ ინსტიტუტებთან კავშირების გამყარების, ასევე კვლევითი, საგანმანათლებლო თუ პოლიტიკაზე ორიენტირებული დიალოგის მიმართულებით თანამშრომლობის პოტენციური სფეროების გამოვლენის შესაძლებლობას.
 

გააზიარე: