„ჯეოქეისის" სატრენინგო კურსის „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები" მეშვიდე მოდული „რუსეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში" წარმატებით დასრულდა, რომელსაც „ჯეოქეისის" აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების დირექტორი, ემილ ავდალიანი უძღვებოდა.
მოდულის ფარგლებში სტუდენტებმა შეისწავლეს რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში 1990-იანი წლებიდან მოყოლებული და თუ როგორ ხდებოდა გეოპოლიტიკური მიზნებისათვის პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატისტული კონფლიქტების ზონების გამოყენება.
ლექციების მიმდინარეობისას დეტალურად იქნა განხილული მოსკოვის მიერ სეპარატისტული კონფლიქტების მიზანმიმართული გამოყენება სამხრეთ კავკასიაზე გავლენის შესანარჩუნებლად, ასევე რუსეთის ურთიერთობები რეგიონის სამ ქვეყანასთან. რუსეთის პოლიტიკა განხილული იყო სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან, თურქეთთან და ირანთან მისი ურთიერთობების კონტექსტში.
„ჯეოქეისის“ სტუდენტურ პროგრამაში - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება“ მონაწილეობას იღებდნენ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.