მკვლევარი

სანდრო სამადბეგიშვილი

მრჩეველი

ssamadbegishvili@mkdlaw.ge

ბიოგრაფია

სანდრო სამადბეგიშვილი ერთ-ერთი წამყვანი ქართული იურიდიული ფირმის „ემ ქეი დის“ პარტნიორია. მისი პრაქტიკის ძირითადი სფეროებია: არბიტრაჟი და დავების გადაწყვეტა, შრომითი ურთიერთობები და იმიგრაცია, საკორპორაციო (სამეწარმეო) სამართალი და M&A.

იგი იურიდიული მრჩევლის რანგში მომსახურებას უწევს საქართველოში მოქმედ უცხოურ დიპლომატიურ მისიებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის: ისრაელისა და იაპონიის საელჩოებს, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს.

მას გავლილი აქვს სტაჟირება ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაში, სადაც საქართველოს საკონსტიტუციო და საარჩევნო სამართლის შეფასებაზე მუშაობდა.

სანდრო არის არაერთი სტატიისა თუ პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი კერძო საჯარო პარტნიორობის, საემიგრაციო პროცედურების, საქართველოს არბიტრაჟისა და სხვა თემებზე, რომლებსაც ადგილობრივი და საერთაშორისო გამომცემლები აქვეყნებენ, კერძოდ, Georgia Today, Sweet & Maxwell, Cakmak Publishing, International Bar Association Legal Practice Division.

სამართლებრივი საქმიანობის გარდა სანდრო დაინტერესებულია კავკასიის საკითხებითა და ურბანისტიკით.

სანდრო სამადბეგიშვილს დამთავრებული აქვს კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა. მოპოვებული აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სამართლის მაგისტრის ხარისხი (LLM). 

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

საგულისხმო ცვლილებები ჩრდილოეთი კავკასიის მოსახლეობის რაოდენობასა და შემადგენლობაში

საქართველოს მოსაზღვრე ჩრდილოეთი კავკასიის რეგიონები ქართველი მკვლევარებისა და დაინტერესებული პირების ფოკუსის მნიშველოვან ობიექტს წარმოადგენს. მიუხედავად მეტად ახლო გეორაფიული, ისტორიული, კულტურული, გენეტიკური და სხვა ტიპის სიახლოვისა, ხშირად საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა...
სრულად წაკითხვა

რუსეთის სამხედრო ბაზები ცხინვალის რეგიონში

საზოგადოებისთვის, ზოგადად, ცნობილია იმის შესახებ, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის არაერთი სამხედრო ბაზაა განთავსებული, სადაც, ჯამში, დაახლოებით 5,000 სამხედრო მოსამსახურე იყრის თავს. ეს რიცხვი მოიცავს როგორც რუსულ არმიას, ისე მასში ინტეგრირებულ ოსურ ძალებს, რო...
სრულად წაკითხვა