მკვლევარი

კახი ქენქაძე

მკვლევარი

kenkadzekakhi@yahoo.com

ბიოგრაფია

კახი ქენქაძე დაიბადა 1963 წლის 26 მაისს ქალაქ თბილისში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის 24- საშუალო სკოლა. 1989 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი, ხოლო 1992 წელს იმავე ინსტიტუტის ასპირანტურა.

1992-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის  ადმინისტრაციაში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილედ. 1999 წელს პრეზიდენტის სპეციალური ბრძანებულებით მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი. 

2003 წლიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შემდეგ პოზიციებზე: აშშ-ს სამმართველოს უფროსი; საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; საგანგებო დავალებათა ელჩი. 2007 - 10 წლებში მუშაობდა დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს უფროს მრჩევლად და  2014-18 წლებში კი დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის  თანამდებობას იკავებდა.

2003 წელს მიენიჭა ჰარვარდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის საპატიო წოდება. 1998-99 წლებში მუშაობდა ალბანეთში ეუთოს მისიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელად ქალაქ კრუმაში, ხოლო 1999 წელს გაეროს მისიის არჩევნების ოფიცრად აღმოსავლეთ ტიმორზე. 

არის ორი წიგნის ავტორი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ისტორიაზე.