მკვლევარი
giorgishalamberidze@lbp.geგიორგი შალამბერიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრიატი 2020 წელს დაასრულა, ხოლო ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურა საერთაშორისო სამართლის სპეციალობით (Master of Laws in International Legal Studies) 2023 წელს, სადაც მან მოიპოვა სწავლის სრული დაფინანსება უნივერსიტეტის და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გაცემული სტიპენდიების შედეგად.
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სწავლის დროს, ის ასევე ესწრებოდა ლექციებს ბიზნესისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლებშიც და არჩეული იყო 600-ზე მეტი საერთაშორისო კურსელის წარმომადგენლად ჯორჯთაუნის ყველაზე დიდ სტუდენტურ ორგანოში, რომელმაც ის იანვარში დაასახელა საუკეთესო წარმომადგენლად. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტმა 2023 წელს გიორგის სტუდენტურის ელჩს სტატუსიც მიანიჭა.
ის, ასევე, იყო სხვადასხვა სტუდენტური კლუბების წევრი, როგორიცაა SFS Committee on China, Anti-Poverty Society, International Arbitration Society და სხვა.
გარდა ამისა, გიორგის გავლილი აქვს კურსები უტრეხტის უნივერსიტეტში ევროკავშირის სამართლის მიმართულებით და გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტში (სამართალი და გლობალიზაცია). ის ასევე იყო გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის (IRZ) სტიპენდიატი 2019 წელს, რის შედეგადაც ქალაქ ბონში ესწრებოდა კურსებს გერმანულ სამართალზე.
გიორგიმ თავის პარტნიორებთან ერთად 2021 წელს დააფუძნა იურიდიული კომპანია “LBP Law”, რომელიც მუშაობს ბიზნეს სამართლის მიმართულებით (მანამდე ის მუშაობდა დიდ ოთხეულის წევრ PricewaterhouseCoopers-ში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში).
გიორგის ინტერესის სფეროებს წარმოადგენს გლობალური გეოპოლიტიკა და უსაფრთხოება, დემოგრაფიული პოლიტიკა, საერთაშორისო ბიზნესი და სამართალი.