გუნდის წევრი

ვიქტორ ყიფიანი

გამგეობის თავმჯდომარე

vkipiani@geocase.ge
ბიოგრაფია

ვიქტორ ყიფიანი ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეა. 

მისი ინტერესის სფეროს წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობები, უსაფრთხოება, მმართველობა, გლობალური წესრიგის საქართველოსა და მის მიმდებარე რეგიონზე ზეგავლენასთან დაკავშირებული საკითხები, მაკროეკონომიკა. იგი რეგულარულად აშუქებს აღნიშნულ თემატიკას როგორ ქართულ, ისე უცხოურ მედიასაშუალებებში; რეგულარულად აკეთებს საქართველოში არსებული პოლიტიკური და გლობალური გეოპოლიტიკური ტენდენციებისა და მოვლენების ანალიზს; მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში სპიკერისა და პრეზენტატორის ამპლუაში.

ვიქტორ ყიფიანი ხელმძღვანელობს სხვადასხვა სფეროს მაღალკვალიფიციური ექსპერტებისა და მკვლევარებისაგან შემდგარ გუნდს, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს მაღალი დონის ექსპერტულ ცოდნას, გამჭვირვალე, მიუკერძოებელ და მკაფიო რეკომენდაციებს სთავაზობს. 

ანალიტიკური საქმიანობის გარდა ვიქტორ ყიფიანი დაკავებულია იურიდიული საქმიანობით - იგი თბილისში მოქმედი იურიდიული ფირმის, „ემ ქეი დი“-ს დამფუძნებელი და უფროსი პარტნიორია. მისი იურიდიული პრაქტიკა მოიცავს სამეწარმეო და სახელშეკრულებო სამართლის, საპროექტო ფინანსირების, კაპიტალის ბაზრის, საბანკო, ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ტელეკომუნიკაციებისა და საკორპორაციო სამართლის სფეროებს.

ვიქტორი საქართველოს სამართლებრივი სისტემისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ქართულ და უცხოურ პერიოდულ გამოცემებში გამოქვეყნებული არაერთი სტატიისა და კვლევის ავტორია. იგი ყველა ძირითადი საერთაშორისო ცნობარისა და გამოცემის (IFLR, Chambers Global, Chambers Europe, Who’s Who Legal, The Legal 500) მიერ საქართველოში ერთ-ერთ წამყვან კერძო იურისტადაა აღიარებული.  

ვიქტორ ყიფიანი გახლავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი; სამოქალაქო და ეკონომიკური რეფორმების ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი; დამოუკიდებელ დირექტორთა ასოციაციის საბჭოს წევრი; ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ასევე, ნორვეგიული გამოცემის - Geopolitika - სარედაქციო საბჭოს მუდმივი წევრი და ექსპერტი კავკასიისა და ევრაზიის მიმართულებით.

იგი თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მიერ დაჯილდოვებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით უნივერსიტეტთან ნაყოფიერი თანამშრომლობსა და იურისტის პროფესიის განვითრების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. 

ქართული "ახლო საზღვარგარეთი": ჩრდილო და სამხრეთის პერიმეტრებს გასწვრივ

18 იან. 2020
წინასიტყვაობა განმარტებისათვის   ჩვენთვის საყურადღებო მოსაზრებების ირგვლივ დაწვრილებით მსჯელობამდე საჭიროდ მიგვაჩნია რამდენიმე, ჩვენი აზრით, ამოსავალი დებულების გახმოვანება. თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოს აბსოლუტური დამოუკიდებლობა ფარდობითია, ხოლო სახელმწიფო და...
სრულად წაკითხვა

ახალი გამოწვევები და შესაძლო გადაწყვეტები: რამდენიმე მოსაზრება ქვეყნის „ატიპურ“ საერთაშორისო პოზიციონირებაზე

10 მარ. 2020
მოსათელად   არსებული გეოპოლიტიკური სტრუქტურა დღემდე არაერთ უცნობ მოცემულობასა თუ ამოცანას გვიპირისპირებს, რაც აკადემიური ინტელექტის და სახელმწიფოებრივი აზროვნების მაქსიმალურ ამოქმედებას საჭიროებს შედარებით უსაფრთხო სამოქმედო გზების მოსაძებნად. ვითარების უჩვეულობა,...
სრულად წაკითხვა

ვიქტორ ყიფიანი - ვისურვებდი, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამა გლობალურ კონტექსტში მისი პროეცირებით შეაფასოს

28 აპრ. 2020
საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ პროგრამაზე, ცალკეულ უცხოურ გამოცდილებასა და პარალელებზე, ასევე ჩვენი ქვეყნის პოსტ-პანდემიური პოზიციონირების ზოგიერთ ასპექტზე, „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.   - ბატონო ვ...
სრულად წაკითხვა

COVID-19-ის მოკლე და გრძელვადიანი შედეგები: მსჯელობა „გაქცეულ“ რეჟიმში

9 მაი. 2020
გლობალური პანდემია როდი წარმოადგენს მხოლოდ ვიწრო გაგებით სამედიცინო ხასიათის გამოწვევას. მიუხედავად მისი ეპიდემიოლოგიური ხასიათისა, რეალურად, COVID-19 სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ მოაქცევს არსებულ შიდა და საგარეო ურთიერთობის სისტემას, დიდი ალბათობით, გამოიწვევს მსოფლ...
სრულად წაკითხვა

ვიქტორ ყიფიანი - ჩემი ნება რომ იყოს, საგულდაგულოდ მოვიკვლევდი თეთრი სახლის მიერ დაანონსებულ „ეკონომიკური კეთილდღეობის ქსელთან“ მიერთების პრაქტიკულ გზებსა და მოთხოვნებს

16 მაი. 2020
"ინტერპრესნიუსის" ინტერვიუ ვიქტორ ყიფიანთან მსოფლიოს ეკონომიკაში დასახულ ცალკეულ ტენდენციებზე, გლობალური სამრეწველო და სავაჭრო სისტემების სავარაუდო გადაწყობაზე და ამ ურთიერთობათა ახალ სტრუქტურაში საქართველოს შესაძლო როლსა და ადგილზე.   - ბატონო ვიქტორ, „ინტერპრე...
სრულად წაკითხვა

ვიქტორ ყიფიანი - ჩვენი ქვეყნის „დიდი სტრატეგია“ ქართული „რეალიზმის“ კონკრეტულ გზამკვლევს უნდა უჩვენებდეს

13 ივნ. 2020
საერთაშორისო ურთიერთობების ზოგიერთ აქტუალურ თემებზე, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალსიწინებით საქართველოსათვის ცალკეულ საყურადღებო ტენდენციებსა და მათზე ჩვენი ქვეყნის შესაძლო რეაგირებაზე, „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს, ვიქტორ ყი...
სრულად წაკითხვა

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს

3 ივლ. 2020
შავი ზღვის რეგიონში შექმნილ ვითარებასა და ძალთა ბალანსზე, გარედან მომდინარე ცალკეული ინტერესების შეუთავსებლობაზე, ასევე საქართველოს რეგიონალური ხასიათის ახალ გამოწვევებზე, „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.   -...
სრულად წაკითხვა

ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ

9 აგვ. 2020
საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის რამდენიმე მიმდინარე აქტუალურ საკითხზე და საქართველოსათვის მათ გავლენაზე „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა. - ბატონო ვიქტორ, ფაქტია, რომ დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ სწრ...
სრულად წაკითხვა

ვიქტორ ყიფიანი - რეგიონალური ურთიერთაკავშირები - დამატებითი შესაძლებლობა ქვეყნის მეტი უსაფრთხოებისა და უკეთესი ეკონომიკისათვის

5 სექ. 2020
ახალ რეალობაში საერთაშორისო ურთიერთობების განსაზღვრისა და საგარეო პოლიტიკის მართვის აქტუალურ საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.   - ბატონო ვიქტორ, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ საერთაშორისო ურთი...
სრულად წაკითხვა

ახალი პრობლემა საქართველოს – სერბეთმა შესაძლოა, კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიაროს

7 სექ. 2020
გასულ კვირას, კერძოდ, პარასკევს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში საქართველოსთვის ძალზე საყურადღებო და მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანდასწრებით, სერბეთის პრეზიდენტმა – ალექსანდრე ვუჩიჩმა და კოსოვოს პრემიერმინისტრმა, ავდულაჰ ჰოტიმ ხელი მოაწერ...
სრულად წაკითხვა

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს

26 სექ. 2020
საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის რამდენიმე აქტუალურ საკითხზე და საქართველოსათვის მათ გავლენაზე „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.   - ბატონო ვიქტორ, 4 სექტემბერს აშშ-ს შუამავლობით სერბეთსა და კოსოვოს...
სრულად წაკითხვა

ვიქტორ ყიფიანი - აშშ-ში არჩევნები დასრულდა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს - რუსული აგრესიული რევიზიონიზმის საპირწონედ ეფექტიანი მექანიზმები ჯერაც არ არსებობს

5 ნოე. 2020
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე, იმაზე, სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს მისი შედეგი საერთაშორისო პოლიტიკაზე, და მათ შორის საქართველოზე, „ინტერპრესნიუსი“ ანალიტიკური ორგანიზაცია ჯეოქეისის თავმჯდომარეს ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.   - ბატონო ვიქტორ, მიუხედავად იმისა, რომ...
სრულად წაკითხვა

უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები

28 ნოე. 2020
შავი ზღვის რეგიონალურ უსაფრთხოებაზე მსჯელობა ბოლო წლების აქტუალური თემაა. ეს ლოგიკურად აიხსნება როგორც საკუთრივ რეგიონში მიმდინარე ღრმა ცვლილებებით, ისე გლობალური წესრიგის გადაწყობით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ძველი ნორმები და სტანდარტები, დიდწილად, უკვე გამოუსადეგარია, ხ...
სრულად წაკითხვა

ხვალინდელზე - გუშინდელის გახსენებითა და დღევანდელის გათვალისწინებით

7 იან. 2021
„მესამედან პირველში“: დრო და აუცილებლობა   გასული 2020 წელი არ არის მხოლოდ ერთ-ერთი მორიგი წელი დროის ათვლაში. მისმა დრამატულობამ კიდევ ერთხელ (ამჯერად - უფრო მეტი სიმწვავით) დაგვანახა იმ გამოწვევათა მთელი სიმძაფრე, რომლებიც რამდენიმე მასშტაბური კრიზისის თანხვედრით...
სრულად წაკითხვა

ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდის საგარეო პოლიტიკა: ალბათობები და ჩვენი რეალისტური მოლოდინები

28 იან. 2021
ბოლო პერიოდი საქართველოში ბუნევრივად გამოირჩევა მედიასივრცეში ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკური ხაზის განხილვის, მის ირგვლივ მსჯელობისა და, შესაძლო განვითარების შემთხვევაში, სხვადასხვა სცენარის პროგნოზირების სიხშირით. ასეთი დისკუსია მით უფრო აუცილებელია, თუკი გავ...
სრულად წაკითხვა

ცალკეულ საკითხებზე - ასე მარტივსა და ასე რთულზე

18 თებ. 2021
სივრცობრივ ფაქტორზე - ზოგადად ასეთი საკითხი საერთაშორისო და პოლიტიკურ სწავლებაში არაერთია. ისინი, რთულად გასაგები, თითქოსდა, არ უნდა იყოს, მაგრამ, ამავე დროს, თეორიული კვლევისა და პრაქტიკული საქმიანობისთვის მეტად ნოყიერ საფუძველს ქმნის. მაგალითისათვის დავასახელებთ ერ...
სრულად წაკითხვა

საქართველო და მთავარი სტრატეგიული პარტნიორი: განაცხადი ურთიერთობებში ახალი პრინციპების მონიშვნაზე?

21 მარ. 2021
შეხსენება იმისა, რაც, თითქოსდა, უკვე ვიცით ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ფიცის დადების შემდეგ გასული დრო გარკვეული მოსაზრებების გამოთქმის შესაძლებლობას იძლევა. ცხადია, ეს მოსაზრებები კატეგორიული ვერ იქნება. შეფასებებისას ასეთი სიფრთხილის მიზეზე...
სრულად წაკითხვა

"ველი, რომ ამჯერად დანიელსონის "მეორე მოსვლა“ გაცილებით შედეგიანი იქნება" - რა გავლენას მოახდენს აშშ-ის სენატში გაკეთებული შეფასებები ქართულ პოლიტიკურ პროცესზე?

24 მარ. 2021
ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის ინტერვიუ საინფორმაციო პორტალზე "ამბები.ge"   აშშ-ის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის ევ­რო­პი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ქვე­კო­მი­ტე­ტის...
სრულად წაკითხვა

არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად

16 აპრ. 2021
ინტერესი თუ ფასეულობა?   უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების გადასინჯვა საერთაშორისო ურთიერთობებში ძირეულ ცვლილებებს მყისვე იწვევს. ეს მჭიდრო ურთიერთკავშირი მეტად ბუნებრივია, ვინაიდან ესა თუ ის გლობალური თუ რეგიონალური წესრიგი წარმოუდგენელია ამ ურთიერთობათა მთავარ მ...
სრულად წაკითხვა

ვისი საქმეა ქვეყნის დაცვა? ეროვნული თავდაცვის თანაბრად ნაცნობი და „უცნობი“ საკითხის შესახებ

20 მაი. 2021
შესავალი კონკრეტული მაგალითისათვის   ბოლო ხანს ისრაელის სახელმწიფო მორიგი, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან უკვე მერამდენე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. გასამხედროებულმა ტერორისტულმა შენაერთებმა ისრაელის ქალაქების მისამართით ასობით რაკეტა გაუშვეს, რამაც მსხვერპლი და ნგ...
სრულად წაკითხვა

მოკლე წერილი ნატო-ს მოახლოებული სამიტის და სამომავლოდ სხვა სამიტების მოლოდინში

11 ივნ. 2021
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, მინიმუმ, ბოლო ათწლეულის ყოველი სამიტი საქართველოს იმ მოლოდინისა და მოთმინების წვრთნაა, რომელიც ალიანსის რიგებში დამსახურებულ ფორმალურ გაწევრებას უკავშირდება. ნატომ ტრადიციად დაამკვიდრა ნატო-საქართველოს თანამშრომლობაში ამა თუ იმ პროგრესის შექე...
სრულად წაკითხვა

ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა

17 ივნ. 2021
ბაიდენ-პუტინის შეხვედრის შედეგებზე, როგორ აისახება ვაშინგტონ - მოსკოვის ურთიერთობები ევროპა-რუსეთის, აშშ-ჩინეთის ურთიერთობებსა და საერთაშორისო ურთიერთობებზე “ინტერპრესნიუსი“ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.   - ბატონო ვიქტორ, ბაიდენ-პუტინის შეხვედრ...
სრულად წაკითხვა

საქართველოს რეგიონალური პოზიციონირება ყარაბაღის კონტექსტის გათვალისწინებით: ცალკეული ასპექტები

26 ივლ. 2021
საკითხის ზოგადი დახასიათება სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკის ძირითად ვექტორს მშვიდობისა და სტაბილურობისათვის თანამშრომლობა, ასევე სომხეთთან და აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნების ხელშეწყობა წარმოადგენს. თბილისის მხრიდან ეს...
სრულად წაკითხვა

მოქმედება თუ უმოქმედობა: ასარჩევი აი ეს არის

3 აგვ. 2021
საკითხის „მოთელვა“   თანამედროვე მსოფლიო რეალობაში ხელახლა დადგა სახელმწიფოს როლისა და მისი ფუნქციონალური მდგენელების გადააზრების ჯერი. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ეროვნულ-ისტორიულ ფესვებზე აღმოცენებული იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც ამ ნიშნით დღესაც არსებობას...
სრულად წაკითხვა

(სტერეოტიპული) წარმოდგენები ცვალებადი გარემოებების პირისპირ:იდეალიზმიდან რეალიზმისაკენ

21 სექ. 2021
როგორ არ გვარგია ჩვენი ქვეყნის ირგვლივ მიმდინარე პროცესების შეფასებისას ორიოდე ნებაყოფლობით შეზღუდვას - „ჩამკეტს“ - დავეყრდნობით. მსჯელობისას მათი დახმარებით აუცილებელ ზომიერებას შევინარჩუნებთ, ისე როგორც რეალიზმს მოსაზრებების გამოთქმისა თუ დასკვნების გამოტანისას - რ...
სრულად წაკითხვა

როდესაც საკითხის არსს გავურბივართ და ვემალებით

29 ოქტ. 2021
აზრზე მონოპოლიის სენი   ქვეყნის წინაშე მრავალგვარი პრობლემა დგას; ზოგიერთი მათგანი კი იმგვარია, რომ არათუ ჩვენ, ქართველებს, არამედ ჩვენზე ბევრად ძლიერ ქვეყნებს მათზე ზუსტი და ადეკვატური პასუხი ჯერ არ უპოვიათ. არაერთი პრობლემური საკითხი თავიდან ბოლომდე ჩვენივე, ეროვნ...
სრულად წაკითხვა

"ჯეოქეისის"თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის სტატია საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ტრილოგიაში

11 ნოე. 2021
პირველი ქართული კონსტიტუციის მიღებიდან 100 წელი გავიდა. ამ ღირშესანიშნავი თარიღის აღსანიშნავად კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, კონსტიტუციონალიზმის მიმართულებით საიუბილეო ტრილოგია გამოიცა. ტრილოგიის მეორე ტომი - "საკონსტიტუციო იდეები და პროცესები ქართულ პუბლიცისტიკაში...
სრულად წაკითხვა

ავღანური “მემკვიდრეობა”: შედეგები და გავლენა რეგიონზე

22 ნოე. 2021
ავღანეთიდან ჯარების გაყვანას მოჰყვა მსჯელობის გააქტიურება პერიფერიული რეგიონებიდან დასავლეთის უკან დახევისა და მისი ყურადღების ერთ კონკრეტულ, -  მისთვის ცენტრალური მნიშვნელობის რეგიონზე - ფოკუსირების შესახებ. გამყოფმა ხაზმა მსოფლიოს იმ რეგიონებს, რომლებშიც დასავლეთ...
სრულად წაკითხვა

სამსჯელოდ მხოლოდ

16 დეკ. 2021
ბოლო პერიოდის საერთაშორისო ურთიერთობათა სფერო ცივილური დამოკიდებულების სიმწირით გამოირჩევა. გლობალურ წესრიგში საგრძნობლად იკლო მორალური ავტორიტეტის გავლენამ, რომელსაც ძალის ფაქტორი დღითიდღე უკომპრომისოდ და დაუფარავად ანაცვლებს. ის, რაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90–იანი...
სრულად წაკითხვა

რუსეთის პოლიტიკურ-სამხედრო დემარში: მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ

23 იან. 2022
რუსეთის მიერ პროვოცირებული კრიზისი, რომელსაც „ორგანიზებული ქაოსიც“ კი ეწოდა, ყოველდღიური განხილვისა და შეფასების საგანია. პრაქტიკულად ყველა შეფასება მთავარ გზავნილში იყრის თავს: მოსკოვი ცდილობს არსებითად შეუცვალოს სახე წესრიგს, რომელიც ევროპაში ჯერ მეორე მსოფლიო, ხოლო შ...
სრულად წაკითხვა

შავი ზღვის ფაქტორი: სიტყვიდან საქმეზე - ისე, როგორც არასდროს

5 აპრ. 2022
ის, რაც უკვე ვიცით, გვსმენია...   შავი ზღვის ფაქტორი ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების შესახებ ბოლო წლების საუბრების ჩვეულ საკითხად იქცა. ეს აბსოლუტურად გასაგებია და თემის „გასტანდარტულებას“ დამატებითი დასაბუთება, თითქოსდა, არ სჭირდება.  თუმცა, რაც არ უნდ...
სრულად წაკითხვა

ეკონომიკური სანქციის რაობა: რამდენიმე მიმდინარე მოსაზრება ომის ფონზე

26 აპრ. 2022
მხოლოდ „სიტყვით“ როდი უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩვენს ყოველდღიურ სასაუბრო ლექსიკონში რამდენიმე სიტყვა მტკიცედ დაამკვიდრა. ერთ-ერთი მათგანია „სანქცია“. ამა წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის მისამართით განახლებული  შეიარაღებული აგრესიის საპასუხოდ კოლექტ...
სრულად წაკითხვა

მცირე სახელმწიფო „ახალი წესრიგის“ კონტექსტში: ქართული ქეისი

1 ივლ. 2022
მოკლედ - შექმნილი გარემოს შესახებ... რომელიც მეტად წინააღმდეგობრივი და არასტანდარტულია. ბოლო ხნის რამდენიმე მასშტაბური გამოწვევა - პანდემია, ომი, კლიმატი - სერიოზულად ცდის გლობალურ საერთაშორისო-სამართლებრივ და ეკონომიკურ ურთიერთობათა უკვე დაუძლურებულ სისტემას, მოითხოვს...
სრულად წაკითხვა

რამდენიმე მოსაზრება ქვეყნის კონკურენტუნარიანობისა და ადაპტირების უნარის შესახებ

22 ივლ. 2022
აპრიორი...   ერის განვითარებაზე გავლენას არა მხოლოდ გარე ისტორიულ-პოლიტიკური ფაქტორები, არამედ საკუთრივ ამა თუ იმ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის ხარისხობრივი მაჩვენებლებიც ახდენენ. მეტწილად სწორედ ისინი განაპირობებენ ესოდენ რთული ორგანიზაციული ერთობის კონკურე...
სრულად წაკითხვა

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია

18 აგვ. 2022
ინტრევიუს ავტორი: მაია დემეტრაშვილი, "ბიზნეს-პარტნიორი"   გაჭიანურებული ბიზნეს დავები და აღუსრულებელი სასამართლო გადაწყვეტილებები - ეს ის მთავარი საკითხებია, რომელიც ბიზნესს საქართველოში წლებია აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემას ხელისუფლებაც და იურისტებიც კა...
სრულად წაკითხვა

თანამედროვე უსაფრთხოების დილემა: ქართული მრავალწახნაგა (პირველი ნაწილი)

24 სექ. 2022
ვრცელი შესავლის ნაცვლად ახლაც, ისე როგორც წინა ნამუშევრებში, გვინდა მტკიცებით საუბარს მოვერიდოთ და მკითხველთან კომუნიკაცია კვლავ მსჯელობის ფორმით ვაწარმოოთ, მით უფრო - საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით. თუმცა ამჯერად ჩვენს მსჯელობას განსხვავებულად - ვრცელი შესავლის...
სრულად წაკითხვა

თანამედროვე უსაფრთხოების დილემა: ქართული მრავალწახნაგა (მეორე ნაწილი)

5 ნოე. 2022
რთულიდან კიდევ უფრო რთულზე   სტატიის პირველი ნაწილი თანამედროვე უსაფრთხოების დილემის ჭრილში ქართული ქეისის სპეციფიკას ეძღვნებოდა, განვიხილეთ მიმდინარე ტენდენციებისა და გადაწყვეტის შესაძლო ფორმები. თუმცა, ისე როგორც პრაქტიკულად ნებისმიერი სხვა არასწორხაზოვანი სადისკუ...
სრულად წაკითხვა

კრიზისის ეკონომიკა: ტენდენციები, თავისებურებები და შესაძლო განვითარება

10 დეკ. 2022
ჩვეულიდან უჩვეულოზე   2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისიდან მოყოლებული, არაერთი კრიტიკული გამოწვევა დღემდე გადაუჭრელია. ამ მაკრო თუ მიკრო მასშტაბის პრობლემათა ნუსხა საკმაოდ ვრცელია. თუმცა, ასეთი სიმრავლის მიუხედავად, ყველა მათგანისათვის დამახასიათებელი რამდენიმ...
სრულად წაკითხვა

შუა დერეფნის მნიშვნელობა: შეუფასებლობა დაუშვებელია, გადაფასება – შეუძლებელი

14 იან. 2023
გეოგრაფიული კოზირი  საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შედეგად საერთაშორისო ურთიერთობათა ახალი სუბიექტები -  ყოფილი „მოკავშირე რესპუბლიკები“ - უმალვე გეოპოლიტიკურ ვაკუუმში აღმოჩნდნენ. გლობალურ სისტემაში იურიდიული სტატუსის  გარდა, მათ უმეტესობას, პ...
სრულად წაკითხვა

არჩევანთა გზაგასაყარზე: როდესაც მათი სიმრავლე დამაბნეველია, ხოლო სიმცირე შემზღუდველი

24 თებ. 2023
ამ ბოლო წლების განმავლობაში უკვე მრავალგზის ითქვა: ძველი წესრიგი საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა, ხოლო ახალი - ალტერნატიული და რეალურად ქმედითი - ჯერ არ დამკვიდრებულა. დღეს ასევე ცნობილია (თუმცა ზოგიერთი ალბათ კვლავ შეგვეკამათება), რომ ძველი სისტემა არათუ განიარაღებულია არსებუ...
სრულად წაკითხვა

მეტი რეალიზმი, ნაკლები თვალთმაქცობა: საქმით თანამშრომლობა სიტყვით პოზირების ნაცვლად

13 აპრ. 2023
(ზედმეტ) შეხსენებად   თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიის კალენდარზე ახალი თარიღი - 2022 წლის 24 თებერვალი - გაჩნდა, რომელმაც საბოლოოდ გამიჯნა უსაფრთხოების ძველი, თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად გამოუსადეგარი და არაეფექტიანი სისტემა იმ სისტემისაგან, რ...
სრულად წაკითხვა

შავი ზღვის დიდი რეგიონი თანამედროვე კონტექსტში: გულახდილი საუბარი

22 ივლ. 2023
უკმარისობის განცდა...   შავი ზღვის დიდი რეგიონი ევრაზიაში უსაფრთხოების შესახებ მიმდინარე დისკუსიების დღის წესრიგის რეგულარულ საკითხად დამკვიდრდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში განვითარებული პროცესების ფონზე ეს არც არის გასაკვირი. საკითხი გაცილებით აქტუალური გახდა უკრა...
სრულად წაკითხვა

საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა

22 სექ. 2023
რამდენიმე აქსიომის შეხსენებით  პოსტ-ცივი ომის მსოფლიო „წესრიგი“ დღეს დიდი სახელმწიფოების კონკურენცია-დაპირისპირების განახლების ფაზაშია, რაც საშუალო და მცირე სახელმწიფოებზეც თანაბრად იგრძნობა. მეტიც, რეგიონალურ და სუბრეგიონალურ ფორმატში თავიანთი როლის მკვეთრი ზრდის...
სრულად წაკითხვა

ახალი ეკონომიკური „ავტარკია“: რამდენიმე პრინციპული გლობალური ტენდენციისა და საყურადღებო მოლოდინის შესახებ

15 ნოე. 2023
ახალ წესრიგზე გადაწყობა: ღიაობიდან ჩაკეტილობისკენ?   ცივი ომის დასასრული საერთაშორისო ურთიერთობებში მხოლოდ იდილიას როდი მოასწავებდა, არამედ გლობალურად აკუმულირებულ ეკონომიკურ სიკეთეებზე მაქსიმალურ წვდომასაც გვპირდებოდა სხვადასხვა ალიანსის, პაქტის თუ ინიციატივის ხარჯ...
სრულად წაკითხვა

გასააზრებლად, გასახსენებლად, გასათავისებლად: წლის დასასრულს, შესაჯამებლად

29 დეკ. 2023
მხოლოდ რომ ვიმსჯელოთ ამ მოკლე ნარკვევში ახალს, უკვე ნათქვამის, მკითხველის მიერ არაერთგზის მოსმენილისა თუ წაკითხულისაგან განსხვავებულს ვერაფერს ვიტყვით. ამდენად, ჩავთვალოთ, რომ ასე საკუთარ თავს ვესაუბრებით, თანაც ხმამაღლა, სხვების გასაგონად. ეს დათქმა ერთგვარი ალიბი...
სრულად წაკითხვა

საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ: რამდენიმე პრაქტიკული მოსაზრება და შენიშვნა

25 იან. 2024
ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების ისტორიული მნიშვნელობის შესახებ ბევრი ითქვა და მომავალშიც ბევრს იტყვიან. საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პოლიტიკურ-სამართლებრივი, ეკონომიკური თუ მორალურ-სოციალური არსის გათვალისწინებ...
სრულად წაკითხვა

განახლებული ქართული საგარეო პოლიტიკა: მეტი პრაქტიკულობისათვის, მეტი შედეგიანობისათვის 

17 თებ. 2024
არსებული რეალიები საგარეო პოლიტიკა არასდროს ყოფილა სწორხაზოვანი სავარჯიშო, ხოლო მისი ქმნის ხილულ თუ ფარულ სვლებში რთული მექანიზმის წარმატებული თუ წარუმატებელი მუშაობა ყოველთვის იკითხებოდა. საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემის ევოლუციასთან ერთად ეს მექანიზმიც გზადაგზა...
სრულად წაკითხვა

უკრაინაში ომის მეორე წლისთავი: შეფასებები, დასკვნები, დაკვირვებები

12 მარ. 2024
შესავალში მოკლედ რასაც ვიტყვით, ამავე სტატიის დასკვნადაც გამოდგება. თუმცა სათქმელს მიზანმიმართულად აქვე განვაზოგადებთ, რათა შემდეგ ყურადღება ჩვენი მსჯელობის ცალკეულ, კონკრეტულ საკითხებზე შევაჩეროთ. ახლა უკვე წამყვანი აზრი და შეფასებაა, რომ მომდევნო თვეები შესაძლოა...
სრულად წაკითხვა

თანამედროვე ეკონომიკური უსაფრთხოების ზოგიერთ თავისებურებაზე

14 მაი. 2024
უჩვეულო შესავალი... ცნობილი რუსი მწერლის, ლევ ტოლსტოის კალამს ეკუთვნის 1886 წლის მოკლე მოთხრობა „რამდენი მიწა სჭირდება ადამიანს?“, რომლის მთავარი გმირი, ღარიბი გლეხი, მიწის მესაკუთრეობაზე ოცნებობს. ამ ოცნების საპასუხოდ ბედი მას გამოცდას მოუწყობს. იგი მიწის ნაკვეთს...
სრულად წაკითხვა

„ნაცრისფერი ოპერაციები“, როგორც თანამედროვე ქართული უსაფრთხოების გამოწვევა: კონკრეტული მოსაზრებები და შენიშვნები (პირველი ნაწილი)

5 ივლ. 2024
თემიდან საჭირო „გადახვევა“   საქართველოს უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესება, ახალი მიდგომებისა თუ გადაწყვეტების ძებნა უწყვეტი პროცესია. ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვებიდან მოყოლებული ჩვენი რეგიონი და მსოფლიო მუდმივ ტრანსფორმაციაშია, დრო...
სრულად წაკითხვა

„ნაცრისფერი ოპერაციები“, როგორც თანამედროვე ქართული უსაფრთხოების გამოწვევა: კონკრეტული მოსაზრებები და შენიშვნები (მეორე ნაწილი)

12 ივლ. 2024
პირველი ნაწილი   პირველი ნაწილის გაგრძელებად და ეროვნულ დონეზე განსახორციელებელი ქმედებების მიმოხივლის შემდეგ, ამჯერად იმ საერთაშორისო და გეოკონომიკური მდგენელის ზომებზე, რომელთა აღნიშვნაც ასევე საჭიროდ მიგვაჩნია:        (2) საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებებ...
სრულად წაკითხვა

ნორვეგიული გამოცემის - Geopolitika - ინტერვიუ ვიქტორ ყიფიანთან

10 აგვ. 2024
ნორვეგიულმა გამოცემამ - Geopolitika - გამოაქვეყნა ინტერვიუ ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანთან და გეოპოლიტიკის ანალიტიკოსთან სომხეთიდან გევორგ მალიქიანთან საქართველო-სომხეთის ურთიერთობების საკითხების შესახებ.   იხილეთ ინტერვიუ ნორვეგიულ ენაზე...
სრულად წაკითხვა

აშშ-ს თანამედროვე საგარეო პოლიტიკის რამდენიმე აქტუალური ასპექტის შესახებ: 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ქართული მოლოდინი (პირველი ნაწილი)

30 აგვ. 2024
„ჩარჩო“ კონტექსტისათვის   დღეს ბევრს მსჯელობენ, თუ როგორ ხასიათდება თანამედროვე საერთაშორისო პროცესები და როგორი შინაარსის შეიძლება იყოს ჯერ კიდევ ფორმირებადი ახალი წესრიგი. ამ მხრივ, არაერთ საინტერესო მოსაზრებას და შენიშვნას ვისმენთ. ჩვენი აზრით კი, მას, თუ რისი მო...
სრულად წაკითხვა

აშშ-ს თანამედროვე საგარეო პოლიტიკის რამდენიმე აქტუალური ასპექტის შესახებ: 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ქართული მოლოდინი (მეორე ნაწილი)

4 სექ. 2024
წაიკითხეთ სტატიის პირველი ნაწილი    აშშ-ს საგარეო პოლიტიკის „აუდიტი“?    ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო-პოლიტიკური აქცენტების ხელახალ გადაწყობაზე და თანამედროვე რეალიებთან მისადაგებაზე საუბარი მხოლოდ ქვეყანაში წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი რო...
სრულად წაკითხვა

აშშ-ს თანამედროვე საგარეო პოლიტიკის რამდენიმე აქტუალური ასპექტის შესახებ: 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ქართული მოლოდინი (მესამე ნაწილი)

9 სექ. 2024
პირველი ნაწილი მეორე ნაწილი     ვის ვესაუბროთ? ვისთან „დავიჭიროთ საქმე?“   რა თქმა უნდა, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ქმნა მრავალგანზომილებიანი პროცესია, რომელშიც სხვადასხვა ინსტიტუტი და გავლენის ცენტრი მონაწილეობს. ამდენად, შეკითხვაზე, თუ ვის უნდა ესაუბროს საქ...
სრულად წაკითხვა

ქართული უსაფრთხოება: რამდენიმე მოსაზრება საჯაროდ (პირველი ნაწილი)

10 ოქტ. 2024
რეფრენად საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკას წარსულში არაერთი პუბლიკაცია მივუძღვენით, რომლებშიც ვრცლად განვიხილეთ არა მხოლოდ მკითხველისათვის კარგად ნაცნობი გამოწვევები, არამედ მათი გადაწყვეტის ან შერბილების გარკვეული გზებიც. ამ მორიგი პუბლიკაციის შესავალ ნაწილსაც „რ...
სრულად წაკითხვა

ქართული უსაფრთხოება: რამდენიმე მოსაზრება საჯაროდ (მეორე ნაწილი)

17 ოქტ. 2024
გაეცანით სტატიის პირველ ნაწილს   „სხვათა შორის“... რეგიონზე საუბრისას აუცილებლად მიგვაჩნია თურქეთის საკითხის ყოველ ჯერზე საგანგებოდ გამოკვეთა. ფაქტია, რომ შავი ზღვის დიდ რეგიონსა და, რაღა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში, რეგიონული რებუსი დიდწილად თურქული პოლიტი...
სრულად წაკითხვა